English Reading Club - ის კლუბის გეგმა
18.09.2017 წ. – 11.06.2018 წ.
მასწავლებელი: მარეხ მარგველაშვილი
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური:
დაწყებითი
კლასი: IV, V, VI, VII კლასები
მოსწავლის რაოდენობა:
10 მოსწავლე, კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
კლუბის აქტუალობა/ მნიშვნელობა: მოსწავლეებში სხვადასხვა
სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება, გრამატიკის უცხო სიტყვებისა და ფრაზების შესწავლის საკითხი მნშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა
შეძლონ ტექსტების კითხვა და თარგმნა, მათი ზეპირად გადმოცემა და დავალებების შესრულება.
საგანთა შორის კავშირი: ინგლისური ენა, ქართული
ენა
წინარე ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ
ინგლისური ენის საკმაო რაოდენობის სიტყვებს, ფრაზებს, რომლის მეშვეობითაც თარგმნიან
ტექსტს და ასრულებენ სავარჯიშოებს, ითამაშებენ
ინგლისურ ენოვან თამაშებს. უყურებენ ინგლისურ ფილმებს.
გაკვეთილის
მიზანი:
კლუბის
მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ინგლისური
ენის მიმართ, თანამშრომლობითი, აქტიური უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების,
მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, მასალის
დანაწევრებისა და გააზრების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების, მნიშვნელოვანისა
და მეორე ხარისხოვანის გამოყოფის, მეტაკოგნიტური
უნარების ჩამოყალიბება. ბავშვები შეძლებენ თავისუფლად კითხვას და ინგლისურ ენოვანი
ტექსტების გაგებას, თავისუფლად შეძლებენ
ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას ყოველდღიური გამოყენების თვალსაზრისით. სწავლის პროცესში
ბავშვები შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაობს
(კლუბის მიერ შემუშავებული პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოები, პრეზენტაციები).
მოსალოდნელი შედეგები: ყველა შემოთავაზებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ფორმირებასა
და განვითარებას. მათ ასევე უყალიბდებათ არა-ვერბალური (აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარი. ბავშვებს გამოუმუშავდებათ კითხვისა და ინგლისურ ენოვანი ტექსტების გააზრების
უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
IV
კლასი
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლეს შეძლია დიალოგების, სცენების, ზეპირად გათამაშება;
შეუძლიათ ლექსებისა და ენის გასატეხების წაკითხვა და სიმღერების შესრულება.
Iუცხ.დაწყ.(I).5. შეუძლია ნაცნობი და უცნობი სიტყვების, წინადადებების,
მცირე ზომის ტექსტების წაკითხვა და გაშიფვრა
V კლასი
Iუცხ.დაწყ.(II).6. მოსწავლეს შეუძლია პერსონაჟების ემოციებსა და განწყობების, მათი ქცევის მოტივების
ამოცნობა (მაგ., რატომ არის მოწყენილი; რატომ მოიქცა ასე და ა.შ.); შეუძლია ტექსტში ავტორისა და
პერსონაჟების სიტყვების გარჩევა
Iუცხ.დაწყ.(II).8. მოსწავლეს შეუძლია ფაქტების, მოვლენების
თანამიმდევრობით გადმოცემა; ადამიანების, ცხოველების, საგნების აღწერა / დახასიათება
VI
კლასი
Iუცხ.დაწყ.(II).1: მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს ტექსტი. ამოიცნოს საკომუნიკაციო სიტუაცია პერსონაჟებსა
და თანამოსაუბრეებს შორის.
Iუცხ.დაწყ.(II).2: მოსწავლეს
შეუძლია წინადადებების წარმოთქმა. ჰყვება მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსს.
VII
კლასი
მოსწავლეს შეუძლია საუბარი :
1.
თავისუფალი დრო (კონცერტი,
მუსიკა, კინო, სპორტი, საყვარელი საქმიანობა და სხვ.);
2.
ყოველდღიური ყოფა (დღის რეჟიმი, ყოველდღიური
საქმიანობები - ჭამა, ჩაცმა, მეცადინეობა, სპორტზე/მუსიკაზე სიარული, ტრანსპორტით მგზავრობა,
საყიდლებზე წასვლა და სხვ.);
3. დღესასწაულები - (მილოცვა, ახალი წელ,
შობა, დღესასწაულების კალენდარი - სეზონები და დღესასწაულები; კერძები, დეკორაციები);
4. სასკოლო გარემო და სასკოლო საქმიანობა (სკოლის შენობა, სკოლის
ეზო, საკუთარი და უცხოელი თანატოლების გაკვეთილების ცხრილი, სასკოლო საქმიანობები,
საყვარელი საგანი, კლასგარეშე აქტივობები, სასკოლო არდადეგები);
5.
ბუნება და ცხოველები (შინაური და
გარეული ცხოველები, ცხოველებზე ზრუნვა);
№
|
თარიღი
|
შეხვედრის
დრო
|
სამუშაო
პროგრამა
(თემების
დასახელება)
|
ხანგრძლივობა
|
რესურსები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
1
|
18.09.2017 წ.
|
14 : 30
|
1. კლუბის მუშაობის მიზნის, შედეგის გაცნობა.
2. კლუბის წევრების სიის შედგენა.
3. კლუბის სახელწოდების, ლოგოსა და დევიზის შერჩევა.
4. კლუბის მუშაობისთვის წიგნების შერჩევა.
5. კლუბის საჩვენებელი ფილმების შერჩევა.
6. კლუბის ლიდერი მოსწავლის
არჩევა.
7. კლუბის წევრობის ბარათების დამზადება.
8.
ქცევის წესების შედგენა.
|
1 სთ
|
ფურცელი / კალამი / კომპიუტერი /
წიგნები: Family
and
Friends , Grammar Friends,
New Grammar
Time.
|
კლუბის
ხელმძღვანელი
|
2
|
16.10.2017 წ.
|
14 : 30
|
თემა:
My family - „ჩემი ოჯახი“.
1.
ახალი მასალის ახსნა.
2.
პრაქტიკული სავარჯიშო 1.
3.
პრაქტიკული სავარჯიშო 2 .
4.
თამაში 1.
5.
თამაში 2.
საშინაო დავალების მიცემა:
1.
ტექსტი: My family - „ჩემი ოჯახი“.
2.
პრაქტიკული სამუშაო 1.
3.
პრაქტიკული სამუშაო 2.
|
1 სთ
|
წიგნი: - Grammar Friends / ფურცელი / კალამი / ფერადი ფურცლები
/ დაფა / ცარცი / ტექსტი /
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
3
|
30.10.2017 წ.
|
14 : 30
|
ფილმი:
The Second Jungle Book - „მეორე ჯუნგლების წიგნი“
საშინაო დავალების
გამოკითხვა:
1. ტექსტი
2. პრაქტიკული
სამუშაო 1.
3. პრაქტიკული
სამუშაო 2.
4. პრაქტიკული
სავარჯიშო
5.
ფილმის ყურება
საშინაო დავალების მიცემა:
1.
ტექსტი ( მოყოლით)
|
2 სთ
|
კომპიუტერი / კალამი / რვეული / დაფა
/ ცარცი / ტექსტი /
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
4
|
13.11.2017 წ.
|
14 : 30
|
თემა: It’s hot today - „დღეს ცხელა“.
საშინაო დავალების
გამოკითხვა:
1. ტექსტი ( მოყოლით)
2.
კარნახი
ახალი მასალის მიწოდება:
1.
სიმღერის
მოსმენა
2.
პრაქტიკული
სავარჯიშო
3.
თამში
საშინაო დავალების
მიცემა
1.
სიმღერა
2.
პრაქტიკული სამუშაო
|
1 სთ
|
Family
and
Friends /
ფურცელი / კალამი / კომპიუტერი /
ფერადი ტექსტ მარკერები
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
5
|
04.12.2017 წ.
|
14 : 30
|
ფილმი:
The Mist - „ბურუსი“,
საშინაო
დავალების გამოკითხვა:
1.
პრაქტიკული სავარჯიშო 1.
2.
პრაქტიკული სავარჯიშო 2.
3.
ფილმი
საშინაო დავალების მიცემა:
1.
ლექსები (ზეპირად)
|
2 სთ
|
კომპიუტერი / პროექტორი
/ კალამი /
რვეული /
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
6
|
18.12.2017 წ.
|
14 : 30
|
პოეზიის
საღამო.
წინარე ცოდნის განმტკიცება:
1.
რეპეტიცია
2.
ლექსების წარდგენა მაყურებლებისათვის
|
30 წთ
|
კლუბის
ხელმძღვანელი
|
|
7
|
15.01.2018 წ.
|
14 : 30
|
თემა:
My home - „ჩემი სახლი“
1.
პრაქტიკული სავარჯიშო
2.
კარნახი
ახალი
მასალის მიწოდება:
3.
My home - „ჩემი სახლი“
4.
პრაქტიკული სავარჯიშო
საშინაო დავალების მიცემა:
1. მინი-დიალოგი
2. თემის დაწერა: My home - „ჩემი სახლი“
|
1 სთ
|
წიგნი: Grammar
Friends / ცარცი / დაფა/ კომპიუტერი / კალამი / რვეული / ფერადი
ტექსტ მარკერები
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
8
|
19.02.2018 წ.
|
14 : 30
|
თემა:
What are you wearing? - „რას ატარებ? (რომელ ტანსაცმელს ატარებ)“
წინარე ცოდნის განმტკიცება:
საშინაო
დავალების შემოწმება
1. მინი-დიალოგი
2.
თემის დაწერა: My
home - „ჩემი სახლი“
ახალი
მასალის მიწოდება:
3.
დიალოგის მოსმენა
4.
კითხვა-პასუხი
5.
თამაში
საშინაო დავალების მიცემა:
1. დიალოგი
2. პრაქტიკული
სავარჯიშო
|
1 სთ
|
წიგნი: Family
and
Friends / კომპიუტერი / კალამი / რვეული / ქსეროქსები /
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
9
|
26.02.2018 წ.
|
14 : 30
|
ფილმი:
The Boy Who Cried – „ბიჭი, რომელიც ტირის“
საშინაო
დავალების გამოკითხვა:
1.
დიალოგი (კითხვით)
2.
პრაქტიკული სავარჯიშო
3.
ფილმი
საშინაო დავალების მიცემა:
1.
დიალოგი (მოყოლით)
2.
პრაქტიკული სამუშაო
|
2 სთ
|
კომპიუტერი / კალამი / რვეული
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
10
|
19.03.2018 წ.
|
14 : 30
|
თემა:
This, that, these, those (ეს, ის, ესენი, ისინი) ჩვენებითი ნაცვალსახელები .
საშინაო დავალების შემოწმება:
1.
დიალოგი (მოყოლით)
2. პრაქტიკულ სამუშაო
3. პრაქტიკული სამუშაო 4. პრაქტიკული სამუშაო
ახალი მასალის მიწოდება
:
1.
ჩვენებითი ნაცვალსახელები: This, that, these,
those (ეს, ის, ესენი, ისინი)
2.
პრაქტიკული სავარჯიშო 1
3.
პრაქტიკული სავარჯიშო 2
4.
თამაში
საშინაო დავალების მიცემა:
1.
უცხო სიტყვები (ზეპირად და წერით)
2.
პრაქტიკული სამუშაო 1
3.
პრაქტიკული სამუშაო 2
|
1სთ.
|
წიგნი: New
Grammar Time / კომპიუტერი / კალამი /
რვეული/ თვალსაჩინოებები / ფერადი
ტექსტ მარკერები
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
11
|
19.04.2018 წ.
|
14 : 30
|
თემა:
Question words (კითხვითი სიტყვები)
საშინაო
დავალების შემოწმება:
1.
უცხო სიტყვები (ზეპირად და წერით)
2.
პრაქტიკული სამუშაო 1
3.
პრაქტიკული
სამუშაო 2
ახალი მასალის მიწოდება:
1.
Question words (კითხვითი სიტყვები)
2.
პრაქტიკული სავარჯიშო
1
3.
პრაქტიკული სავარჯიშო
საშინაო დავალების მიცემა:
1.
უცხო სიტყვები (ზეპირად და წერით)
2.
პრაქტიკული სამუშაო 1
3.
პრაქტიკული
სამუშაო 2
|
1სთ.
|
წიგნი: New
Grammar Time / კომპიუტერი / კალამი /
რვეული / ქსეროქსები/
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
12
|
23.04.2018 წ.
|
14 : 30
|
ფილმი: Wolf Town - მგლის ქალაქი
საშინაო დავალების შემოწმება:
1.
უცხო სიტყვები (ზეპირად და წერით)
2.
პრაქტიკული სამუშაო 1
3.
პრაქტიკული
სამუშაო 2
4.
ფილმი
საშინაო დავალების მიცემა:
1.
პრაქტიკული სავარჯიშო
|
2სთ.
|
კომპიუტერი / კალამი / რვეული
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
13
|
14.05.2018 წ.
|
14 : 30
|
თემა:
Look at all the animals (შეხედე ყველა ცხოველს)
საშინაო დავალების შემოწმება:
1. პრაქტიკული სავარჯიშო
2. თამაში
ახალი მასალის მიწოდება:
3.
თემა: Look
at all the animals (შეხედე ყველა ცხოველს)
4.
დიალოგის მოსმენა
5.
პრაქტიკული
სამუშაო 1
6.
პრაქტიკული
სამუშაო 2
საშინაო დავალების მიცემა:
1.
ლექსი: On the farm (მოყოლით)
2.
პრაქტიკული სავარჯიშო
|
1სთ.
|
წიგნი: Family
and
Friends / კომპიუტერი / კალამი / რვეული /
ცარცი / დაფა/ ფერადი ტექსტ მარკერები
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
14
|
21.05.2018 წ.
|
14 : 30
|
მზადება
მინი - თეატრალური დადგმისთვის “The
Ugly Duckling”.
წინარე ცოდნის განმტკიცება:
საშინაო დავალების
განმტკიცება:
1.
ლექსი: On the farm (მოყოლით)
2.
პრაქტიკული
სავარჯიშო
მზადება მინი -
თეატრალური დადგმისთვის “The Ugly
Duckling”.
1.
სცენარის განხილვა
2.
ფორმების (ფრთების,
ნისკარტის და სხვა) დამზადება
საშინაო დავალების
მიცემა:
1. სცენარი სასწავლად.
|
3სთ.
|
ფერადი ფანქრები / წებო მაკრატელი / სტეპლერი / დიდი ზომის ფორმატები
/ კალამი / ქსეროქსები / ფერადი ფურცლები / კომპიუტერი / სცენარი
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
15
|
28.05.2018 წ.
|
14 : 30
|
მინი
- თეატრალური დადგმა: “The Ugly
Duckling”.
1.
რეპეტიცია
2.
მინი - თეატრალური
დადგმა: “The
Ugly Duckling”.
|
15 / 20 წთ.
|
1.
ბუნებრივი რესურსები: ბალახი / მინდვრის ფერადი ყვავილები
2.
თვალსაჩინოებები
3.
ფრთები / გვირგვინი / ხელოვნური ყვავილები
4.
კომპიუტერი
|
კლუბის
ხელმძღვანელი
|
16
|
11.06.2018 წ.
|
14 : 30
|
დასკვნითი
შეხვედრა:
1.
2017 – 2018 წწ.-ის საკლუბო მუშაობის დროს შესწავლილი
მასალის შეჯამება.
2.
მიზნისა და მიღწეული შედეგის განხილვა.
3.
საზაფხულო დავალებების მიცემა. ა) ნასწავლი მასალის
შესწავლა და დავალელბების შესრულება.
|
1სთ.
|
ქსეროქსები, წიგნები, კალმები
|
კლუბის
ხელმძღვანელი / კლუბის ლიდერი მოსწავლე
|
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
კლუბის რეფლექსია
კლუბი
”English Reading Club” ჩამოყალიბდა სსიპ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით. კლუბის
აქტუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება,
გრამატიკის უცხო სიტყვებისა და ფრაზების
შესწავლის საკითხი მნშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტების კითხვა
და თარგმნა, მათი ზეპირად გადმოცემა და დავალებების
შესრულება.
კლუბის
მიზანია მოსწავლეთა საკლუბო მუშაობაში აქტიური ჩართვა, მათი ცნობიერების ამაღლება ინგლისური
ენის მიმართ, თანამშრომლობითი, აქტიური უნარ–ჩვევების, კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების,
მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, მასალის
დანაწევრებისა და გააზრების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების, მნიშვნელოვანისა
და მეორე ხარისხოვანის გამოყოფის, მეტაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბება. ბავშვები შეძლებენ
თავისუფლად კითხვას და ინგლისურ ენოვანი ტექსტების გაგებას, თავისუფლად შეძლებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას ყოველდღიური გამოყენების
თვალსაზრისით. სწავლის პროცესში ბავშვები შეასრულებენ
დამოუკიდებელ სამუშაობს (კლუბის მიერ შემუშავებული პროგრამით გათვალისწინებული სავარჯიშოები, პრეზენტაციები). ამ მიზნით განხორციელებული
აქტივობების (თემები: „ჩემი ოჯახი“, „დღეს
ცხელა“, „ჩემი სახლი“, „რას ატარებ? (რომელ ტანსაცმელს ატარებ)“, „ჩვენებითი ნაცვალსახელები“,
„კონსტრუქციები“, „კითხვითი სიტყვები“, „შეხედე ყველა ცხოველს“; ფილმები:
„მეორე ჯუნგლების წიგნი“, „ბურუსი“, „ბიჭი, რომელიც ტირის“, „მგლის ქალაქი“; პოეზიის საღამო
და თეატრალური დადგმა - „მახინჯი იხვის ჭუკი“). ანალიზისას ვფიქრობ,
რომ მიზანს მივაღწიე. გეგმის შესაბამისად წავმართე
მუშაობა. ზემოთ აღნიშნულმა აქტივობებმა ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე.
საკლუბო მუშაობის დროს გამოიკვეთა აქტიური
მოსწავლეები, რომლებიც ხალისით და მონდომებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ დავალებებს.
მათ განსაკუთრებით მოსწონდათ კლუბის ცხოვრებაში ჩართულობა. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ
საკუთარ აზრებს, რომელიც მათ უფრო დამოუკიდებელსა და თავდაჯერებულს ხდიდა. რაც შეეხება შედეგს: ყველა შეთავაზებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების ფორმირებასა და განვითარებას. მათ ასევე ჩამოუყალიბდათ არა-ვერბალური
(აუდიო-ვიზუალური) კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარი. ბავშვებს გამოუმუშავდათ კითხვისა და ინგლისურ ენოვანი ტექსტების გააზრების
უნარი.
საკლუბო მუშაობის ანალიზისას რათ ქმა უნდა
გამოიკვეთა პრობლემებიც, რომელსაც ვთვლი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად. მაგ: კლუბში იყვნენ
ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ნაკლებად აქტიურობდნენ, ჯერ კიდევ არ იყვნენ გახსნილები. იყო
შემთხვევები, როდესაც მოსაწვლეები არ აქტიურობდნენ საკლუბო მუშაობის პროცესში და მიხდებოდა
ურო მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ გამეყვანა დაგეგმილი აქტივობის შედეგზე. მომავალში
ჩემი მიზანია ასეთი მოსწავლეების მეტი წახალისება, მაგალითად „ლიდერის ფუნქციის“ დაკისრება,
რაც გაუღვიძებს შინაგან მოტივაციას.
კლუბში ქცევის წესები მაქსიმალურად იყო დაცული.
ვფიქრობ, საკლუბო ატმოსფერო იყო ჯანსაღი და
მოსწავლეები იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას. კლუბის თემების სპეციფიკიდან
გამომდინარე გამოყენებული რესურსები ადეკვატურად იყო წარმოდგენილი. საკლუბო მუშაობის პროცესში გამოყენებული სწავლების
სტრატეგიები: კითხვა-პასუხი, „სიტყვებით თამაში“ იყო მიზნის შესაბამისი. საკლუბო მუშაობის
დრო არ იხარჯებოდა ფუჭად.
საკლუბო მუშაობამ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყო ხელი.
რაც შეეხება კლუბის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის იყო დროული და ხელმისაწვდომი,
მუშაობდა მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე
შერჩეულ თემებზე, რომელმაც საკმაოდ გაუღრმავა ცოდნა მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. მუშაობა
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. შეხვედრებზე, ზოგიერთ თემაზე შეჩეული თამაში
ძალიან დიდი მოტივაციას აძლევდა ბავშვებს.
რაც შეეხება საკლუბო გარემოს, იყო საკმაოდ უსაფრთხო და დაცული.
საკლუბო მუშაობამ მომცა მეტი გამბედაობა და
გამოცდილება, რათა უკეთ წარვმართო პედაგოგიური
საქმიანობა, არ შევუშინდე დაბრკოლებებსა და ინტენსიურად ვეძიო მათი დაძლევის გზები. კიდევ,
დამაფიქრა იმ საკითხზე, რომ ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებითვისა და ასევე, მოსწავლეთა
მაქსიმალური ჩართულობა-მოტივაციის გაზრდისათვის,
საჭიროა, სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება-გამოყენება, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა
ინტერესებისა და ჩართულობის მაქსიმალური გათვალისწინებით.
© 2018 წ. / მარეხ მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment